ენტონი ბლინკენი უკრაინაშია

08 სექტემბერი 2022, 17:40 463 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ. ვრცელდება ფოტოები, რომელშიც ბლინკენი ხერსონის ოლქში მცხოვრებ 6 წლის გოგონასთან და ნაღმების აღმომჩენ მაძებარ ძაღლ “პატრონთან“ ერთადაა ასახული. ენტონი ბლინკენი კიევს მოულოდნელი ვიზიტით დღეს ეწვია, ის ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში