დედოფალი გარდაიცვალა - დიდ ბრიტანეთში გლოვის დღეებია

09 სექტემბერი 2022, 11:23 718 ნახვა

დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვამდე დიდი ბრიტანეთში გლოვა გაგრძელდება. დაკრძალვის ცერემონია კი სავარაუდოდ 10-11 დღის შემდეგ გაიმართება. გლოვის პირველ დღეს ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან, თითოეული გასროლა დედოფლის სიცოცხლის თითოეულ წელს მიეძღვნება. გარდაცვლილი დედოფლის მიმართ პატივისცემის ნიშნად დღესვე ზარებს დარეკავენ ვესტმინსტერის სააბატოში, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარსა და უინძორის სასახლეში. ელისაბედ მეორე  70 წლიანი მმართველობის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, გაერთიანებული სამეფოს მმართველი მონარქი კი ჩარლზი გახდა. ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით "ლონდონის ხიდი".  გეგმა სპეციალურად არის შედგენილი მონარქის გარდაცვალების შემთხვევისთვის. დედოფლის დაკრძალვის დეტალები მეფის მიერ გეგმის დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი. ელისაბედ მეორემ თავისი მმართველობის პერიოდში ქვეყნის 15 პრემიერი გამოიცვალა, მთავრობის მე-16 ხელმძღვანელს კი ახალი თანამდებობა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მიულოცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში