ბათუმელი მორაგბეები ევროპის სუპერთასზე გამოსვლას იწყებენ

09 სექტემბერი 2022, 11:32 607 ნახვა

დღეს დიდი 10-ის მეორე ტურში სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საკუთარ მოედანზე ყაზბეგს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ უმაღლეს ლიგაში აღზევებული „ხვამლი“ 21:15 დაამარცხა. „ბათუმისა“ და „ყაზბეგის“ მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ 11 სექტემბერს „ბათუმი“ ევროპის სუპერთასის გათამაშებაში ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, პირველ ქართულ ფრენჩაიზს „შავ ლომს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩიც ბათუმში გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში