წარმატებულ ფალავნებს აჭარის სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს

09 სექტემბერი 2022, 17:19 640 ნახვა

წელს გამართულ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე აჭარის მოჭიდავეთა ნაკრების ცამეტმა წევრმა როგორც ბერძნულ-რომაულ, ასევე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვა. მათ შორის როგორც ჩემპიონები, ასევე ვიცე-ჩემპიონები და ბრინჯაოს პრიზიორები არიან. დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აჭარის ტიტულოვან სპორტსმენებს სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში