მოსახლეობამ ღამით სამშენებლო ხმაური გააპროტესტა

10 სექტემბერი 2022, 11:29 1141 ნახვა

ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები საღამოს საათებში სამშენებლო ხმაურს აპროტესტებენ. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გვიან ღამით გამართეს, საპატრულო პოლიცია და მერიის შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. ამბობენ რომ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა ღამის საათებში მიმდინარეობს, ხმაური მათ დისკომფორტს უქმნით, ხოლო მძიმე ტექნიკა რომელიც ადგილზე გადადგილდება ქუჩის ინფრასტრუქტურას აზიანებს. მოქალაქეები ამბობენ , რომ ისინი მიესალმებიან უნივერსიტეტის მშენებლობას, მაგრამ კანონის დაცვას ითხოვენ, რომლის მიხედით ღამის 11 საათის შემდეგ სამშენებლო ხმაური აკრძალულია. ამბობენ რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ, ახლა კი დახმარებას სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვენ. მერიაში  სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა. სატელეფონო საუბრისას მუნციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მათთან ჯავახიშვილის 59-ში მცხოვრები მოსახლეობის შეტყობინება გუშინ შევიდა, თუმცა მისივე თქმით, უშუალოდ ბინაში დეციბალების გადაჭარბებაზე შემოწმება  ხმაურმზომით მოქალაქის უარის გამო ვერ მოხერხდა, სამშენებლო კომანიას  კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში