ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

10 სექტემბერი 2022, 14:37 585 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. ეს ანალენა ბერბოკის მეორე ვიზიტია უკრაინაში. ბერბოკის განცხადებით, მისი ვიზიტი მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას იმას, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იდგება, მანამ სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს ეხება როგორც იარაღით დახმარებას, ასევე ჰუმანიტარულ და ფინანსურს მხარდაჭერასაც. „პუტინს სჯერა რომ ჩევნი საზოგადოების გაყოფა ტყუილებითა და ენერგიის მარაგით შანტაჟით შეუძლია, მაგრამ მისი გათვლა არასწორი იყო რადგან მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა ჩვენ მშვიდობიან წესრიგს იცავს“- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკს კიევში ვიზიტისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც აქვს შეხვედრა დაგეგმილი, ზუსტი დრო გასაიდუმლოებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში