პუტინის ომი უკრაინაში

10 სექტემბერი 2022, 17:54 522 ნახვა

ხარკოვის ოლქში უკრაინულმა მხარემ ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მიუხედავად უკრაინის წარმატებისა, მოსკოვი ქალაქების დაბომბვას არ წყვეტს და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას აგრძელებს. ოკუპანტმა ხარკოვში ბომბები ბავშვთა ხელოვნების ცენტრსა და სკოლას ესროლა.  დაშავებულთა შორის 3 ბავშვია.იბომბება ბახმუტიც, სადაც გასული დღე ღამი განმავლობაში კიდევ 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გვიან ღამით რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მიკოლაევზე.  ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმის თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქში კი რუსეთის დასახმარებლად „კადიროველები“ ჩავიდნენ, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ რუსი დამპყრობლებისგან უკვე ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს. რაც შეეხება ზაპოროჟიეში, ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში