„დინამო“ ბათუმმა „გაგრა“ დაამარცხა

11 სექტემბერი 2022, 11:46 572 ნახვა

"დინამო" ბათუმმა ეროვნული ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში "გაგრას" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. 21-ე წუთზე ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე ფლამარიონმა მეორე გოლი გაიტანა და პირველი ტაიმის 2-0 დასრულდა, რაც მატჩის საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა. 26 ტურის შემდეგ ბათუმელები 60 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. მეორე ადგილზე კი 56 ქულით "დინამო" თბილისია. მომდევნო მატჩი ზღვისპირელებს 14 სექტემბერს დავით ყიფიანის თასსზე აქვთ, სადაც "დინამო" თბილისის უმასპინძლებენ. ეროვნული ლიგის მომდევნო ტური კი 18 სექტემბერს გაიმართება და „დინამო“ ბათუმი ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში