ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

11 სექტემბერი 2022, 11:47 442 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა: ნუგზარ წურწუმია, შმაგი ბოლქვაძე, იური ლომაძე და რობერტ კობლიაშვილი. შმაგი ბოლქვაძე და რობერტ კობლიაშვილი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ, ხოლო იური ლომაძეს ჯერ კიდევ აქვს შანსი ბრინჯაოს მედლის მოგების. ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც მედალი განაღდებული აქვს, ნუგზარ წურწუმიაა. მან ფინალში გასვლა მოახერხა. წურწუმიამ ფინალამდე იორდანიის, უზბეკეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლებს მოუგო. ფინალი დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში