ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

11 სექტემბერი 2022, 11:48 937 ნახვა

კრაკოვში გრძელდება ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. გუშინ საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა, აქედან 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი ალექსი დავითაშვილია რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა. მეორედ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიგლა ალიბეგაშვილმა, ზურაბ დოღანაძემ და გოჩა ბერაძემ  ვერცხლის მედლები ირგუნეს, ბრინჯაოს მედალს კი შალვა ბექაური დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში