„ოქროს ბურთის“ გათამაშება ბათუმელებმა მოიგეს

11 სექტემბერი 2022, 11:50 674 ნახვა

ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა ტურნირი ფრენბურთში - „ოქროს ბურთი“. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 22 წყვილი მონაწილეობდა, ამათგან ოთხი ბათუმური დუეტი იყო. ტურნირის გამარჯვებული ბათუმელების, საბა აბუსერიძისა და მერაბ დოლიძის წყვილი გახდა, რომელმაც ფინალში თბილისელების, ნიკა მჭედლიძისა და გიორგი გოგლიძის ტანდემი დაამარცხა, მესამე ადგილზე ასევე ბათუმური დუეტი გავიდა გიორგი ნინიძისა და ნიკა გორდელაძის შემადგენლობით. დღესვე ქვიშის მოედანზე გაიმართება შეჯიბრება „კორტის მეფეები“, რომელშიც მონაწილეობას პირველ ხუთეულში გასული წყვილი მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში