პუტინის ომი უკრაინაში – დღე 200

11 სექტემბერი 2022, 14:30 517 ნახვა

200 დღე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ბომბავს მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მტერი აგრძელებს სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებზე იერიშს,  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნიკოლაევის რეგიონში ოკუპატნმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და დაბომბა დასახლებული პუნქტები. ბოლო 24 საათში  რეგიონზე ეს უკვე მეორე შეტევაა. დაიღუპა 46 წლის მამაკაცი. გასული დღე ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის 7 რეგიონზე მიიტანეს იერიში. 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გვიან ღამით ხარკოვზე  მიტანილ იერიშს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ასევე დაიბომბა ქალაქი კრამატორსკიც, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში