ბათუმმა სტრონგმენში საქართველოს თასს უმასპინძლა

11 სექტემბერი 2022, 18:16 685 ნახვა

ბათუმში ჩატარდა საქართველოს თასის გათამაშება უძლიერეს მამაკაცთა შორის, ე.წ. სტრონგმენი. ასპარეზობა ორ დისციპლინაში - მოუხერხებელი მორის აწევასა და შტანგის ამოწევაში გაიმართა. სხვადასხვა კატეგორიასა და დისციპლინებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, პრიზიორები და რეკორდსმენები, რომლებიც თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზეს ბათუმელებმა ბაგრატ ჟღენტმა და ნუკრი დიასამიძემ, რომლებმაც თავიანთ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმეს. ტურნირი საქართველოს ძალისმიერი სპორტის სახეობების ალიანსის მიერ იყო ორგანიზებული. ალიანსის პრეზიდენტის ავთანდილ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ოქტომბერში ესპანეთის ქალაქ სევილიაში გაემგზავრება და „არნოლდ კლასიკის“ ევროპირველობაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მანამდე საქართველოს ნაკრები ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება, რომელიც გემის გაწევას ითვალისწინებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში