სარაკეტო თავდასხმა ხარკოვის თბოელექტროსადგურზე. არის მსხვერპლი

12 სექტემბერი 2022, 11:28 725 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში მტერი განდევნილია 20-ზე მეტი პუნქტიდან. მათივე ცნობით, გრძელდება რუსი სამხედროებისგან ხარკოვის და დონეცკის ოლქების დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის თბოელექტროსადგურზე, რომლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ტრასფორმატორი და   მთლიანად შეწყდა ქალაქის ელექტრომომარაგება. სარაკეტო დარტყმების შედეგად   შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მხარე  უკან დახეულ რუსულ საოკუპაციო ძალებს  სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საპასუხო დარტყმების განხორციელებაში  ადანაშაულებს.  გასულ დღეებში უკრაინულმა არმიამ  კონტრშეტევის შედეგად  რუსი აგრესორები აიძულა ხარკოვის ოლქში დაეტოვებინათ მთავარი ბასტიონი.  ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური  წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულია თბოელექტროსადგურის ერთი თანამშრომელი, მეორეს  ეძებენ. ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ მისი ჯარის სამიზნე  სამოქალაქო ობიეტები არ არის.    ვოლოდიმირ  ზელენსკის განცხადებით, თბოლექტროსადგურის დაბომბვის შედეგად  ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად შეწყდა, ხოლო   ნაწილობრივ გაითიშა   ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქები. რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან და  კრიტიკულად მნიშვნელოვან  ინფრასტრუქტურას ბომბავენ. არანაირი სამხედრო  ობიექტები, მიზანი ადამიანების შუქისა და გათბობის გარეშე დატოვებაა-წერს ზელენსკი ტვიტერზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში