იაპონიას ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა

12 სექტემბერი 2022, 11:29 548 ნახვა

იაპონიის ოკინავას პრეფექტურაში ისიგაკის კუნძულს ტაიფუნმა მუიფამ გადაუარა. ტაიფუნს თან მოჰყვა ძლიერი წვიმა,  ქარი და შტორმული გაფრთხილება. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით,  ტაიფუნ მუიფას ცენტრში  ქარის სიჩქარე შესაძლოა საათში 144-დან  216 კილომეტრამდე განვითარდეს. ტაიფუნი მუიფა, რომელიც წყნარი ოკეანის ტაიფუნების სეზონის რიგით 12-ე  ქარიშხალია ჩრდილოეთით გადაადგილდება და ახლო დღეებში ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდება.  იგი   ტაიფუნ  ჰინამნორს მოჰყვა, რომელმაც ერთი კვირის წინ  იაპონიის  კიუშუს კუნძულზე ძლიერი წვიმები და ავიარეისების გადადება გამოიწვია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში