ნუგზარ წურწუმია ვიცე-ჩემპიონია, ლერი აბულაძე ოქროსთვის იჭიდავებს

12 სექტემბერი 2022, 11:30 498 ნახვა

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია  ვიცე-ჩემპიონი გახდა. 25 წლის ქართველი მოჭიდავე ფინალში აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა. წურწუმიას მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში უკვე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. დღეს საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს და ბრინჯაოს 2 მედლის მოპოვების შანსი ექნება. 63 კგ.წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მასპინძელ სებასტიან ნადის შეხვდება. 67 კგ-ში ჯონი ხეცურიანი ბრინჯაოს მედალისთვის იბრძოლებს. 82 კგ წონით კატეგორიაში ასევე  ბრინჯაოს მედლის მოპოვების  შანსი აქვს გელა ბოლქვაძესც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში