აჭარის კარატეს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვა

12 სექტემბერი 2022, 11:31 811 ნახვა

ჩეხეთში დასრულდა მე -12 მსოფლიოს ჩემპიონატი შოტოკან კარატეში უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის, რომელიც „ვე-კა-ეფ“-ის წესებით ჩატარდა. ტურნირში 31 ქვეყნის 1750 კარატისტი მონაწილეობდა. აღნიშნული ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით აჭარის კარატეს ფედერაცია 15 კაციანი დელეგაციით იყო წარდგენილი, მთავარი მწვრთნელი გოჩა სურმანიძე. საერთო ჯამში აჭარის ნაკრების ანგარიშზე 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონები გახდნენ თამარ ცინცაბაძე, გიგი ბაკურიძე, ლუკა შანთაძე, საბა სურმანიძე და პარა-კარატისტი ჯონი თოფურია. ვიცე-ჩემპიონის ტიტული გიგი ქედელიძემ, გოგა გვიანიძემ და დავით ვერძაძემ მოიპოვეს. ნიკოლოზ გოგუაძე, გიორგი მიქაძე და ტანია ქოროღლიშვილი ბრინჯაოს დასჯერდნენ. ვასო სესაძე საუკეთესო მებრძოლის პრიზით დაჯილდოვდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში