სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

12 სექტემბერი 2022, 14:27 652 ნახვა

სოციალურად დაუცველი6 წევრიანი მიქელაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს.  ოჯახი ქობულეთში, მემედ აბაშიძის #116 ნომერში, ყოფილი სკოლის შენობაში 6-წელია რაც თვითნებურად შესახლდა. მიქელაძეები ამბობენ, გუშინ საღამოს იატაკი ჩაინგრა და შენობაში  დარჩენა  საფრთხის შემცველი გახდა.  დაზიანებულია სახლის საყრდენი კედლები და ჭერი. სოციალურად დაუცველი ოჯახი ქობულეთის მერიას სამშენებლო მასალებით დახმარებას  სთხოვს.  ჩვენ დავუკავშირდით ქობულეთის მერიას, საიდანაც წერილობით გვაცნობეს, რომ უწყება შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და შეძლებისდაგვარად დაეხმარება. ამასთან მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი რეგისტრირებულია სოფელ ციხისძირში და არ ფიქსირდება მითითებულ მისამართზე აბაშიძის ქუჩაზე. მერიაში ამბობენ, რომ საცხოვრებლის გამაგრების პროგრამები არსებობს, მაგრამ მხოლოდ საკუთრებაში არსებულ სახლებზე მოქმედებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში