რუსი ნაციონალისტების ხმოვანი გზავნილი

12 სექტემბერი 2022, 18:23 1059 ნახვა

რუსმა ნაციონალისტებმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს დაუყოვნებლივ მოახდინოს ცვლილებები უკრაინის ომში საბოლოო გამარჯვების უზრუნველსაყოფად. 11 წუთიანი ხმოვანი გზავნილი მოსკოვის მიერ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში მთავარი ბასტიონის დატოვების შემდეგ ტელეგრამარხით გავრცელდა.  პუტინის მოკავშირემ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რომლის ჯარიც უკრაინაში წინა ხაზზე იბრძოდა,  დაგმო იზიუმის დაკარგვა და აღიარა, რომ სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. უკრაინაში პოზიციების დაკარგვასთან დაკავშირებით ოფიცალური მოსკოვის დუმილმა და ახსნა-განმარტებებისგან თავის არიდებამ სოციალურ მედიაში ომის პარტიის აქტიური წარმომადგენლებისა და პროპაგანდისტების  მნიშვნელოვანი აღშფოთება გამოიწვია. ამის ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვიდეომასალა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში შეიარაღებული ძალები გაგზავნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში