კრემლის გამოხმაურება

12 სექტემბერი 2022, 18:27 668 ნახვა

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის  მიერ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.ეს პირველი რეაქცია იყო კრემლის მხრიდან უკრაინის კონტრშეტევაზე, რომლის შედეგად კიევის მტკიცებით სულ რამდენიმე დღეში რუსული ოკუპაციისგან 3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. კითხვაზე გამოაცხადებს თუა არა პრეზიდენტი პუტინი უკრაინული კონტრშეტევის შემდეგ მობილიზაციას, პესკოვმა ჟურნალისტის კითხვა თავდაცვის სამინიტროს გადაუმისამართა.დღემდე რუსეთის პრეზიდენტს არ დასჭირვებია რეზერვისტების მობილიზაცია, რომელთა რაოდენობა გასული 5 წლის განმავლობაში 2 მილიონს აღწევს. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ ხედავს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პესპექტივას ან მსგავსი მოლაპარაკებებისთვის საფუძველს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში