FORBES-ი კახურ ღვინოზე

15 იანვარი 2017, 00:00 1917 ნახვა

„12 საუკეთესო, ჯერ არ შეფასებული ღვინის რეგიონი, რომელსაც 2017 წელს უნდა ესტუმროთ - გზამკვლევი თვეების მიხედვით“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული ფორბსი. პუბლიკაციას გზამკვლევის ფორმა აქვს და 2017 წლის ყოველი თვისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ერთ ადგილს გვთავაზობს, რომლის მონახულებასაც გვირჩევს. ყველა ეს წერტილი ღვინის კულტურასთანაა დაკავშირებული. მაისის თვის რჩეული კახეთის რეგიონია. „ კავკასიონის ძირში მდებარე კახეთი უმთავრესი რეგიონია, რომელიც მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში, სახელად - ქვევრი, ღვინის დაყენებითაა ცნობილი. გემრიელი საჭმელი ამ ადგილის მონახულების სტიმულს კიდევ უფრო აძლიერებს“, - ნათქვამია სტატიაში. კახეთის გარდა, სტატიაში 2017 წლის დანარჩენი 11 თვისთვის იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, შვეიცარიის, აშშ-ის, კანადის, არგენტინის, ჩილეს, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა რეგიონია შემოთავაზებული.

ამავე კატეგორიაში