ომი უკრაინაში

12 სექტემბერი 2022, 20:11 543 ნახვა

უკრაინის არმიამ იზიუმი და კუპიანსკი დაიბრუნა, რაც რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო მარცხია მარტში კიევის გარეუბნების დატოვების შემდეგ. რეგიონიდან რუსეთში 5000 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოქვყნა რუკა,რომელზეც ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად დატოვეს.რუსმა ნაციონალისტებმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდეს დაუყოვნებლივ მოახდინოს ცვლილებები უკრაინის ომში საბოლოო გამარჯვების უზრუნველსაყოფად.კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიერ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში