სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა - აზერბაიჯანული მედია

13 სექტემბერი 2022, 11:11 655 ნახვა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა, – ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სომხურ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მედიის ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დილის 09:00 საათიდან იქნა მიღწეული. მათივე განმარტებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება დაარღვიეს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 09:15 საათიდან აღდგა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში