ვითარება უკრაიანში

13 სექტემბერი 2022, 11:40 669 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა თვის დასაწყისიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 6000 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნეს. ზელენკის თქმით, უკრაინული ძალების წინსვლა გრძელდება.უკრაინის მთავარსარდალმა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კვირას განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა მიმდინარე თვეში 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს.  მას შემდეგ, რაც უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ ათასობით რუსმა ჯარისკაცმა უკან დაიხია, საბრძოლო მასალა და იარაღი დატოვა, რუსეთმა სარაკეტო იერიშები მიიტანა  თბოელექტროსადგურებზე, რამაც ხარკოვის, პოლტავისა და სუმის რეგიონებში ენერგო და წყლით მომარაგება შეაფერხა. უკრაინამ დაგმო ოკუპანტების თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე და რუსული მხარე მისი არმიის წარუმატებლობის გამო უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე საპასუხო თავდასხმებში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში