რომის პაპს ყაზახეთის დედაქალაქში ელოდებიან

13 სექტემბერი 2022, 11:41 902 ნახვა

დღეს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულტანში რომის პაპს ელოდებიან. ფრანცისკე მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა რიგით მეშვიდე კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.ყაზახეთის დედაქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მორწმუნე ჩავიდა. ისინი იმედოვნებენ, რომ პონტიფიკოსის ვიზიტი კონფესიათაშორისს ურთიერთობებს გაამყარებს. ნურსულთანში კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოსი ამბობს, რომ მრავალი მორწმუნე სასწაულის მოლოდინშია. ბოლოს რომის პაპი ყაზახეთში 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ჩავიდა. რელიგიური ლიდერების შეხვედრას არ  დაესწრება  რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში ომს. კირილი უნდა დასწრებოდა კონგრესს და რომის პაპმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მასთან შეხვედრა სურდა. თუმცა რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გასულ თვეში მოულოდნელად განაცხადა, რომ მათი წინამძღვარი ნურ-სულტანში ვერ ჩავიდოდა. მიზეზი არ სახელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში