ვეტერანი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

13 სექტემბერი 2022, 11:43 724 ნახვა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულებულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა. შეჯიბრების მეოთხე დღეს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დიმიტრი მულაძე და დავით ლორიაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ დავით უძილაური და გიორგი მოდებაძე. ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვალერიან გიგიბერიამ და გიორგი ცოციაშვილმა. საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის საერთო ჩათვლაში რვა ოქროს, ხუთი ვერცხლის და შვიდი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში