აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებისას სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა - ნიკოლ ფაშინიანი

13 სექტემბერი 2022, 12:49 931 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს დაიღუპა სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი. განცხადება პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ დროისთვის სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 49 სამხედროს დაღუპვა დაადასტურა. მაგრამ ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია, ის დაზუსტებას საჭიროებს", - განაცხადა ფაშინიანმა. 

საზღვრის გასწვრივ ვითარების ესკალაციაში ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში