მობილური ტელეფონების მოპარვისთვის ერთი პირი დააკავეს

13 სექტემბერი 2022, 14:36 556 ნახვა

სამეგრელოს პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში