ახალი ენერგეტიკული ობიექტი

13 სექტემბერი 2022, 14:38 758 ნახვა

საქართველო  და აზერბაიჯანის საზღვარზე მოწყობილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზი „გარდაბანი-1“ და „გარდაბანი-2“ დაათვალიერა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.ახალი გადამცემი სრულად ჩაანაცვლებს   ელექტროგადამცემ ხაზს „გარდაბანს“, რომელიც ექსპლუატაციაში 1958 წელს შევიდა და საექსპლუატაციო რესურსი უკვე ამოეწურა. ახალი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის თითოეული ჯაჭვის დატვირთვა 700 მეგავატი სიმძლავრითაა შესაძლებელი, დღეს არსებული 250 მეგავატი-ს ნაცვლად, რაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას და უსაფრთხოებას გაზრდის.  ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 18,5 კმ, ხოლო მთლიანად 64 კმ-ია. ელექტროგადამცემი ხაზის ტრასაზე დამონტაჟდა 69 ანძა და 232 კმ სადენი. ხაზი ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლითაა აღჭურვილი. პროექტის ღირებულება 34,5 მლნ ლარია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში