აქცია ოჩხამურში

13 სექტემბერი 2022, 18:25 1307 ნახვა

სოფელ ოჩხამურში, იქ სადაც ახალი ნაგავსაყარი შენდება, მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მათი მტკიცებით, ტერიტორიაზე, სადაც დღეს ნაგავსაყარი შენდება, ადრე სახნავ-სათესი ფართობები ჰქონდათ მათ წინაპრებს, რომელიც უკანონოდ ჩამოართვეს. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა, რომლის თქმით, პროტესტი არის ლეგიტიმური და თუ არ დააკმაყოფილებენ, ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ და ნაგავსაყარზე მიმდინარე სამუშაო პროცესს შეაჩერებენ.  ქობულეთის განგვიმარტეს, რომ მოქალაქეების მოთხოვნა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს კომპეტენციას სცდება.  კომენტარს ველოდებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში