ბერლინში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

13 სექტემბერი 2022, 20:24 660 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში