ბუკნარი-ციხისძირის მონაკვეთთან მეწყერი ჩამოწვა

14 სექტემბერი 2022, 11:55 1087 ნახვა

ბუკნარი-ციხისძირის მონაკვეთთან მიწის მასა ჩამოიშალა, რომელმაც საავტომობილო გზის ერთი მხარე ჩაკეტა. შემთხვევის ადგილას იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, ელოდებიან მძიმე ტექნიკას, რის შემდეგაც დაიწყება მეწყრის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასის გაწმენდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში