17-18 სექტემბერს რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

14 სექტემბერი 2022, 17:32 893 ნახვა

16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ევროკომისიის ინიციატივით ტარდება ევროპული მობილობის კვირეული, რომელიც წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების კამპანიას მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ. ასევე, ხელს უწყობს ქცევის ცვლილებას აქტიური მობილობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სუფთა, ჭკვიანი სატრანსპორტო გადაწყვეტილებების სასარგებლოდ. კვირეულის ფარგლებში 17-18 სექტემბერს ბათუმში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში