ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

14 სექტემბერი 2022, 17:36 679 ნახვა

ბათუმი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც ჩვენი ქალაქი 15-დან 28 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირი 8-10 და 12 წლამდე ასაკის ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობას 70 ქვეყნის 800-მდე მოჭადრაკე მიიღებს, მათ შორის 108 სპორტსმენი საქართველოდან იქნება. აჭარის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 13 მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში