პრემიერის ვიზიტი გერმანიაში

15 სექტემბერი 2022, 11:45 597 ნახვა

გერმანიაში პრემიერ - მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გერმანიის კანცლერთან გაფართოებულ ფორმატში გამართა, მანამდე კი ის ოლაფ შოლცს პირისპირ შეხვდა.ბერლინში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მიიღო გერმანიის პრეზინდეტმა. უმაღლესი დონის შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები უკრაინაში რუსეთის აგრესია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და ენერგეტიკული თანამშრომლობა იყო.შეხვედრებზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპული პერსპექტივა და ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია. ყურადღება გამახვილდა რუსული ოკუპაციის საფრთხეებსა და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. პრემიერმა გერმანიის კანცლერი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში