ინციდენტების პრევენციის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა

15 სექტემბერი 2022, 11:49 427 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. სახელმწიფო მინისტრმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა მშვიდობის  პროცესში ქალთა ჩართულობისა და როლის გაზრდაზე. თეა ახვლედიანმა ისაუბრა ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში