ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

15 სექტემბერი 2022, 11:58 515 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისიის ხელმძღვანელი ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტი კიევში. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“. მისივე  თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრების დროს ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოების საკითხებს განიხილავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტი გუშინ დააანონსა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში