„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსი“ დაამარცხა

15 სექტემბერი 2022, 12:04 559 ნახვა

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ეს სტუმრად გლაზგოში „რეინჯერსთან“ მოახერხა. სპალეტის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარა, რომლის გამომუშავებული პენალტით გაიხსნა შეხვედრაში ანგარიში. გოლები მასპინძელთა კარში პოლიტანომ, რასპადორიმ და ნდომბელემ გაიტანეს. ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფს 2 ტურის შემდეგ 6 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს.  მეორე-მესამე ადგილებს 3-3 ქულით „ლივერპული“ და „აიაქსი“ იკავებენ, ბოლო ადგილზე კი უქულო „რეინჯერსია“. მესამე ტურში, 4 ოქტომბერს, „ნაპოლი“ ამსტერდამში „აიაქსს“ ეწვევა, „ლივერპული“ კი „რეინჯერსს“ მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში