ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო

15 სექტემბერი 2022, 15:55 504 ნახვა

ევროპარლამენტმა დააკმაყოფილა ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ - ამის შესახებ  გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დღეს, სტრასბურგში გამართულ პლენარულ სესიაზე მიიღო.

შემოთავაზებას,  მხარი 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი თავი შეიკავა.

"უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებები მკვეთრად გაიზარდა რუსეთის შეჭრის გამო; გზების, ხიდების, ქარხნების, სახლების, საავადმყოფოების და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ზიანის გარდა, ქვეყანამ ასევე დაკარგა წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე“, - წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში