პრეზიდენტმა სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

16 სექტემბერი 2022, 11:34 404 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.დაჯილდოვდნენ: მფრინავი ზაზა ლორია,  ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი დიმიტრი ქააძე, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი ლევან ჩოხელი, ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი ანდრო ქუჯოშვილი, ინსპექტორი გიორგი მარგიანი, სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კახა ტორჩინავა,  ექიმი გიორგი ვენეცკი, უმცროსი ექიმი ქეთევან გულაღაშვილი. პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში