უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები

16 სექტემბერი 2022, 11:49 861 ნახვა

უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ხულოს მოსახლეობისთვის. საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები ჩაატარებენ. მედიკოსები უფასო კვლევებსა და კონსულტაციებს მოქალაქეებს დილის ათი საათიდან ჩაუტარებენ. კონსულტაციები ძირითადად გულსისძარღვთა დაავადების მიმართულებით იქნება. დაინტერესებული პირები ხულოს ძველი პოლიკლინიკის შენობაში უნდა გამოცხადდნენ. აქცია ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით ტარდება,  უფასო გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ როგორც ვეტერანებს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში