პირველი დღე ოქროს გარეშე

16 სექტემბერი 2022, 11:49 496 ნახვა

ბელგრადში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ, თუმცა ოთხი ქართველი მოჭიდავიდან ფინალში ვერც ერთი ვერ გავიდა და მხოლოდ ორი იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის. გუნდის მთავარი ლიდერები, მსოფლიოს ჩემპიონები  ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში დამარცხდნენ და მაქსიმუმ ბრინჯაო მოიპოვონ. დღეს ხალიჩაზე ბექა ბუჯიაშვილი, გიორგი სულავა და მირიან მაისურაძე გავლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში