ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით გახსნეს

16 სექტემბერი 2022, 11:51 576 ნახვა

პრაღაში დაიწყო ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 7 ქართველი ჩაება, თუმცა პირველ დღეს მათ მხოლოდ ერთი ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხეს. 7-დან 4 გოგონებში გამოდიოდა. ბიჭებიდან ერთმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა, ერთიც მეშვიდე ადგილზე დარჩა. ჩვენებმა წარმატებას 66 კილოგრამში მიაღწიეს - ვიცე-ჩემპიონი ალეკო კასრაძე გახდა, ხოლო თენგო ზირაქაშვილმა ბრინჯაოსთვის იჭიდავა და დამარცხდა. დღეს ტატამზე კოტე კაპანაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ეთერ ასკილაშვილი და ნინო გულბანი გავლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში