თავისუფალი დემოკრატების მიმართვა საქართველოს რკინიგზას

14 მაისი 2016, 00:00 3550 ნახვა

თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი მოწოდება ამჯერად საქართველოს რკინიგზას. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რკინიგზის ხელმძღვანელობას, მწვანე კონცხზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასასრულებლად ბათუმის მერიისთვის, ლიანდაგის გავლით სანაპიროზე სამშენებლო მასალის შეტანის ნებართვის დროულად გასცემას თხოვს.

ჯაბა ბერიძის განმარტებით მოთხოვნა ქალაქის მუნიციპალიტეტმა საქრათველოს რიკინიგზას ორ თვეზე მეტი ხნის წინ გაუგზავნა, თუმცა მძიმე ტექნიკით ლიანდაგის გადაკვეთის უფლეა უწყებას ბათუმის მერიისთვის ამ დრომდე არ მიუცია. ქალაქის საკრებულოში თავისუფალი-დემოკრატების წევრის განმარტებით რეკინიგზის ხელმძღვანელობის გულგრილობა მწვანე კონცხის, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას აფერხებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი სამუშაოების დასრულების ვადას უხანგრძილივებს, რაც მისი თქმით უარყოფითად აისახება ტურისტულ სეზონზე. 

ამავე კატეგორიაში