იტალიაში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

16 სექტემბერი 2022, 14:54 561 ნახვა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 8  ადამიანი გარდაიცვალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში