NDI - ის კვლევა

16 სექტემბერი 2022, 19:51 588 ნახვა

რაც შეეხება ენ დი აის გამოკითხვის შედეგების სხვა ნაწილს - გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სამუშაო ადგილები. ჩამონათვალი კი ასე გამოყურება : სამუშაო ადგილები 2. ფასების ზრდა/ინფლაცია 3. სიღარიბე 4. ტერიტორიული მთლიანობა 5. პენსიები 6. ადამიანის უფლებები. მთავრობის საქმიანობა NDI-ს მიერ გამოკითხულთა 41%-ს მოსწონს, 51%-ს კი არა, 7%-მა პასუხი არ იცის. ასევე, კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას. კითხვაზე 66 პროცენტის პასუხი იყო "დიახ", 34%-ის პასუხი კი "არა". პრემიერის საქმიანობას 28% კარგად აფასებს, 35% ცუდად, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს 40%, კარგს 12%. პარლამენტის საქმიანობას 45% საშუალოდ აფასებს, 41 % ცუდად, 9 % კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. მორიგი კითხვა: აკეთებს თუ არა საკმარისს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის დასახმარებლად - მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობა ასე ფიქრობს - 32 %, - 33 % კი პარლამენტის როლს ხედავს. საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად მთავრობა - 53 % ფიქრობს, ხოლო პარლამენტზე - 51 %

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში