სასამართლომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ სცნო

17 სექტემბერი 2022, 14:36 501 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული ოთხი ადამიანი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს ,,ქურდული გარჩევა“. სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8 - 8 წლით, ხოლო 1 წევრს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ,,ქურდული სამყაროსათვის“ მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში