ტაჯიკეთ-ყირგიზეთის კონფლიქტი

17 სექტემბერი 2022, 17:57 607 ნახვა

ტაჯიკეთის საზღვართან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. როგორც ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, ბრძანებას ხელი რეგიონის ხელმძღვანელმა, მოაწერა.დილით ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ტაჯიკურმა მხარემ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევით, განაახლა ყირგიზეთის სოფლების დაბომბვა.თავის მხრივ, ტაჯიკეთის სასაზღვრო ჯარებმა ყირგიზეთის მხარე დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და ტაჯიკეთის სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვაში. 16 სექტემბერს ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე დიდი შეტაკებები მოხდა. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში