სისხლიანი გარჩევა კიკეთში

18 სექტემბერი 2022, 11:44 732 ნახვა

ერთი ადამიანის მკვლეობისა და 5-ის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 54 წლის გელა ნიორაძე. მკვლელობა გუშინ კიკეთში მოხდა. პოლიციამ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაიწყო.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 პირი დაჭრა. 1971 წელს დაბადებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანარჩენი 5 პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში