ნატო-ს გაფართოება ალიანსს აძლიერებს - რობ ბაუერი

18 სექტემბერი 2022, 11:49 508 ნახვა

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთთან კიდევ ერთ საზღვარს შექმნის, მაგრამ ალიანსს უფრო მეტ სამხედრო ძალას შესძენს - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა. ადმირალის თქმით, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მომგებიანია ალიანსისთვის. ამასთან ბაუერმა აღნიშნა, რომ  ამჟამად მთელი გლობალური უსაფრთხოება თავდასხმის ქვეშაა და თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების მიზანი მისი დაცვაა. ნატო და მოკავშირეები კი გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში